სახელწოდება: ჰაერის დაბინძურების
პრობლემები.
ჰაერიში შემავალი ტოქსიკური და მომწამლავი ნივთიერებები.
იდეა, დაინტერესება: მოსწავლე უკეთ
გაეცნობა,როგორი შედგენილობა უნდა ქონდეს ჰაერს და რა ნივთიერებებით უნდა მოხდეს მისი
დაბინძურება. რა გავლენას ახდენს ტექნიკური
პროგრესი ატმოსფეროზე. გაიაზრონ ოზონის შრის დაზიანება-განადგურების საფრთხე და აგრეთვე
იმ ოქსიდების მნიშვნელობების შესწავლას რომელიც შედის დაბინძურებული ჰაერის შედგენილობაში.
პროექტის აქტუალობა. გლობალური პრობლემები და როგორ ვებრძოლოთ მათ. ფაბრიკა -ქარხნების მიერ გამონაბოლქვი
აირების გამწმენდი მეთოდების ძიება.
მიზნები: მოსწავლეებში გამოიწვიოს ინტერესი და დისკუსია, რათა მოსწავლეები
მეტი ინტერესით მოეპყრან გარემოს.
ვადები და ხანგრძლიობა: 1 თვე.
პროექტის ფარგლები: შევარჩიე პროგრამული
მასალის მიხედვით მოსწავლეებთან ერთად ის საკითხი რომელიც აქტუალურია. რა იციან გლობალურ
დათბობასთან დაკავშირებით. დავყავი კლასი ჯგუფებად, აირჩიეს ლიდერი რომელიც მონიტორინგს გაუწევს ჯგუფის მუშაობას. თითოეულ ჯგუფს დაევალა ამ საკითხთან დაკავშრებით მოეძიებინა
მასალა ორი კვრის განმავლობაში, პერიოდულად მოხდება ჩემს მიერ შემოწმება რა ეტაპზეა მათი სამუშაო. მოძიებული მასალის, სურათების, საინტერესო რუბრიკების, გამოქვეყნება და ატვირთვა
მოხდება ბლოგში.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
რესურსები: ფოტოაპარატი, ფორმატები, ფლომასტერები, კომპიუტერი, პროცესორი.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო დემეტრაძე
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://ninoelene81.blogspot.com/
No comments:
Post a Comment